Print

სოციო-კულტურული ველის გავლენა წინასაარჩევნო სოციოლოგიური კვლევების შედეგებზე

ავტორი: ანა გვალია | თარიღი: . კატეგორია: სტუდენტური სტატიები

რა არის სოციოლოგია? მარტივი განმარტების დონეზე ეს არის მეცნიერება საზოგადოებისა და მისი შემადგენელი ჯგუფების და ჯგუფთაშორისი ურთიერთობების შესახებ. სოცილოგია, როგორც წესი, იყოფა ორ დიდ ჯგუფად: თეორიულ და პრაქტიკულ სოციოლოგიად. ორივე მათგანი უაღრესად ფართოა, უამრავი ქვე მიმდინარეობით. როგორც სოციოლოგს, ძალიან კარგად მესმის პრობლემური საკითხის დავიწროვების აუცილებლობა, ამიტომ ჩემს ესეში ყურადღებას გავამახვილებ პრაქტიკულ სოციოლოგიაზე, კიდევ უფრო თუ დავაზუსტებ, პარაქტიკული სოციოლოგიის როლსა და გამოწვევებზე წინასაარჩევნო პერიოდში.

Print

„Summer Job“-ის პროგრამა

ავტორი: მარიამ ბერიანიძე, ლია გობეჯიშვილი, ნინო ესებუა, მაია ჩიტაია | თარიღი: . კატეგორია: სტუდენტური სტატიები

„Summer Job“-ის (საზაფხულო სტუდენტური დასაქმების) პროგრამა
და მისი შეფასება სტუდენტების მიერ 
ფოკუს-ჯგუფების ანგარიში

2012 წლის ზაფხულში პრეზიდენტის ინიციატივით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ განახორციელა სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამა „Summer Job“-ი. დასაქმდა ავტორიზირებული უნივერსიტეტების 25 000-მდე ბაკალავრი 70-მდე სახის სახვადასხვა ვაკანსიაზე. პროგრამა გაგრძელდა 20 ივლისიდან 20 აგვისტომდე და თითოეულმა დასაქმებული სტუდენტის ანაზღაურება განისაზღვრა  500 ლარით. პროგრამაზე დარეგისტრირება ხდებოდა ინტერნეტით და ეს განხორციელდა  ორ ეტაპად, ძირითადი 20 მარტიდან 20 აპრილამდე და დამატებით 4 ივნისს. 

Print

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა პოლიტიკური ორიენტაციის გზაგასაყარზე

ავტორი: გიორგი პოპიაშვილი | თარიღი: . კატეგორია: სტუდენტური სტატიები

გლობალიზაციის პროცესი თანამედროვე მსოფლიოსთვის შეუქცევადი ფორმით ხასიათდება, რაც სახელმწიფოებს ურთიერთდამოკიდებულს, ზოგ შემთხვევაში კი ურთიერთდაპირისპირებულ ძალებად წარმოაჩენს. ეთნო-ნაციონალისტური კონფლიქტები, რომლებიც მთელი მსოფლიოს მაშტაბით არსებობს და დაუძლეველ სენად მიიჩნევა, წარმოადგენს გლობალიზაციის პირველ საფეხურს. გლობალიზაციის დამაბრკოლებელ საშუალებად უნდა მივიჩნიოთ აგრეთვე ისეთი ფაქტორი, როგორიც არის ინფორმაციის შეზღუდვა და იზოლაციონიზმი, მაგრამ ეს ფაქტორი არის მხოლოდ დროებითი და ნეგატიურად მოქმედებს მხოლოდ იმ ჯგუფებზე, რომლებიც იზოლაციონიზმის პოლიტიკის გავლენას განიცდიან.

Print

საზოგადოებრივი გეოგრაფიის შესახებ

ავტორი: მარიამ გელეტაშვილი | თარიღი: . კატეგორია: სტუდენტური სტატიები

ახლოვდება სსწავლის დაწყების პერიოდი, უნივერსიტეტის კარებს შემოაღებენ პირველკურსელები. მახსენდება ჩემი დაბნეული თავი, როცა საგნების არჩევაზე მიდგებოდა საქმე და, მითუმეტეს, “მეიჯორი”-ს არჩევა. თავიდან ყველას გაგვიჩნდა კითხა: რას ნიშნავს საზოგადოებრივი გეოგრაფია? რა სფეროში მოგვიწევს მოღვაწეობა? ამ სტატიით, ვფიქრობ, ცოტათი მაინც შეექმნებათ წარმოდგენა პირველკურსელებს, თუ რა არის საზოგადოებრივი გეოგრაფია, რა დისციპლინებს მოიცავს… ახლა უკვე უფრო ადვილი  იქნება მათთვის გადაწყვიტონ აირჩევენ თუ არა ამ მიმართულებას…

Print

მიშენების სამართლებრივი მდგომარეობა იპოთეკის საგნის რეალიზაციის დროს

ავტორი: სიმონ ტაკაშვილი | თარიღი: . კატეგორია: სტუდენტური სტატიები

1. იპოთეკის ცნება

თანამედროვე საბაზრო ეკონომიკის განვითარების პირობებში უძრავი ნივთების გამოყენებას კრედიტის უზრუნველყოფის საშუალებად, უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს. უძრავი ნივთების კრედიტის უზრუნველყოფის საშუალებად დატვირთვას იპოთეკა ეწოდება. იპოთეკის სამართლებრივი შინაარსი არსებითად ისეთივეა, როგორიც გირავნობისაა, განსხვავება მხოლოდ უზრუნველყოფის ობიექტებშია. იპოთეკა უძრავ ნივთებს ეხება, მაშინ როცა გირავნობის საგანი ყოველთვის მოძრავი ნივთებია. აქედან გამომდინარე უძრავი ნივთების “დაგირავებას”

Print

ევროკავშირ – რუსეთის ურთიერთობები (ენერგოუსაფრთხოება)

ავტორი: ლაურა გოტიაშვილი | თარიღი: . კატეგორია: სტუდენტური სტატიები

მიმდინარე  ათასწლეულის  დასაწყისში  მსოფლიოს  ეგონა,რომ  ნავთობი  ისეთივე  უხვი  და  იაფი  იქნებოდა , როგორც  ეს  იყო  გასული  საუკუნის  90–იან  წლებში,  მაგრამ  XXI  საუკუნის  დადგომასთან  ერთად  მკვეთრად  იმატა  ნავთობის  ფასმა, რის  შედეგადაც  გაძლიერდა  დაძაბულობა  დასავლეთსა  და  ნავთობის  ექსპორტიორ  ქვეყნებს  შორის. 2003  წელს  ამერიკა  და  დიდი  ბრიტანეთი  შეიჭრნენ  ერაყში  და  დაამხეს  სადამ  ჰუსეინის  მთავრობა. ასევე, დაძაბულობა  იზრდება  ისეთ  ქვეყნებთან როგორებიცაა  რუსეთი  და ვენესუელა, რაც  ბადებს  შიშს, რომ  გაიზრდება  დაპირისპირება  ენერგორესურსებით  მდიდარ  და  მათზე  დამოკიდებულ  ქვეყნებს შორის. ყოველივე  ამასთან ერთად  კი  იზრდება  ჩინეთისა  და  ინდოეთის  მოთხოვნა  ენერგორესურსებზე, რაც  კიდევ  უფრო  ამძაფრებს  არსებულ  მდოგმარეობას. შედეგად  კი  საჭირო  ხდება  ახალი  ენერგოუსაფრთხოების  გზების  გამოძებნა.

Print

2008 წლის რუსეთ – საქართველოს ომი, როგორც რუსეთის ევრაზიანისტული პოლიტიკის ნაწილი

ავტორი: შოთა გელოვანი | თარიღი: . კატეგორია: სტუდენტური სტატიები

უკვე 4 წელი გავიდა, რაც სამაჩაბლოში (დღევანდელი სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკა) დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში უკვე მეორე ტრაგედია დატრიალდა – ტრაგედია, სახელად ომი. პირველ ომს, რომელიც 1992–93 წლებში მიმდინარეობდა, შეეწირა 4000 ქართველის სიცოცხლე და ჩვენი ერთ–ერთი ულამაზესი მხარე – აფხაზეთი. 2008 წელს კი, შედარებით განსხვავებული სცენარით, მაგრამ მსგავსი შედეგით, წარიმართა რუსეთ–საქართველოს ომი სამაჩაბლოში. ვფიქრობ, არასდროს არაა ზედმეტი წარსულის გამოცდილებაზე დაყრდნობით დასკვნების გამოტანა და ამა თუ იმ პოლიტიკური მოვლენების შესაბამის ჩარჩოში მოქცევა. ამიტომაც გადავწყვიტე, რომ გავაანალიზო 2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომი და დავამტკიცო, რომ ეს კონკრეტული ომი არის რუსეთის ევრაზიანისტული პოლიტიკის ერთ–ერთი ნაწილი. ჩემი მთავარი ჰიპოთეზაც სწორედ ეს დებულებაა.

Print

მექსიკაში მემარჯვენეთა 12 წლიანი საპრეზიდენტო მმართველობა სრულდება

ავტორი: ლევან ლორთქიფანიძე | თარიღი: . კატეგორია: სტუდენტური სტატიები

1 ივლისს, აშშ-ს მეზობელ მექსიკაში, რომელიც დასავლეთ ნახევარსფეროს ნარკომაფიისათვის უმთავრეს სატრანზიტო დერეფანს წარმოადგენს, გენერალური არჩევნები გაიმართება. სენატთან და პარლამენტის ქვედა პალატასთან ერთად, მექსიკელებს ახალი პრეზიდენტის არჩევა მოუწევთ. ლათინური ამერიკის ამ სახელმწიფოს კონსტიტუციის მიხედვით, ერთსა და იმავე პირს პრეზიდენტის პოსტის ერთადერთხელ დაკავების უფლება აქვს. შესაბამისად, ქვეყნის ყოფილი ლიდერი  ფელიპე კალდერონი კენჭისყრაში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს. აქედან გამომდინარე, საზოგადოების მძიმე ეკონომიკური და კრიმინოგენული მდგომარეობიდან გამოყვანას სხვა პოლიტიკოსები შეეცდებიან.

მექსიკის პოლიტიკურ არენაზე სამი პარტია იკავებს დომინანტურ პოზიციას. სამივე მათგანი ძლიერი საპრეზიდენტო კანდიდატით აპირებს საარჩევნო ბრძოლაში წარმატების მოპოვებას. განვიხილოთ მთავარი პოლიტიკური ჯგუფები, ორგანიზაციათა ლიდერები და მათი შანსები.

მომსახურება

  • კვლევა
  • საინფორმაციო მხარდაჭერა
  • დისკუსია
  • სოციალური მხარდაჭერა
  • აქციები

გვეხმარებიან

Logo
Logo

კონტაქტი

ტელ: 599 36 58 45

მოგვწერე