თქვენი აზრით
რამდენად გეხმარებათი ინტერნეტი სწავლის პროცესში?
Socium.ge - თავფურცელი
ჩვენი ტკივილი - ქუჩის ბავშვები
ავთანდილ მამალაშვილი
სახლიდან უნივერსიტეტამდე გზად ყოველდღიურად მეტროში ათობით დახმარების სათხოვნელად ხელგამოწვდილ ბავშვს ვხედავ, რომლებიც განსხვავებული ტექსტებით ცდილობენ ადამიანებში სიბრალულის გრძნობა გამოიწვიონ, რათა მათგან ფულადი დახმარება მიიღონ. საზოგადოების დამოკიდებულება მათ მიმართ სხვადასხვანაირია; ზოგი ფულადი დახმარებით პასუხისმგებლობას იცილებს თავიდან და მიაჩნია, რომ თავისი საქციელით ვალი მოიხადეს მათ წინაშე, ზოგი სამათხოვროდ გამოსული ბავშვების მშობლებს კიცხავს და აკრიტიკებს, თუ როგორ იმეტებენ ისინი თავიანთ შვილებს ასეთი მძიმე ხვედრისათვის, ზოგი მთავრობას წყევლის და მას უნიათობაში ადანაშაულებს, მძიმე სოციალურ პირობებს აბრალებს ყველაფერს, რეალურად კი არავინ ზრუნავს ამ ბავშვებზე.
ვინ არის დამნაშავე იმაში, რომ ბავშვები მთელ დღეებს ქუჩაში აქეთ-იქით წანწალში ატარებენ? - მშობლები, რომლებიც თავს არ იწუხებენ მუშაობით და შვილების რჩენით, სახელმწიფო, რომელსაც ,,ქვეყნის ინფრასტრუქტურა" უფრო ადარდებს, ვიდრე მოქალაქეების მძიმე სოციალური ვითარება, თუ საზოგადოება, რომელიც გულგრილად უყურებს ყოველივეს?
თანამედროვე გერმანული უნივერსიტეტების ძირითადი მახასიათებლები
ლევან ლორთქიფანიძე
თანამედროვე გერმანული უნივერსიტეტები, უპირველესად, მიიჩნევიან მასწავლებელთა და სწავლის მიმღებთა საზოგადოებებად, სიტყვა “უნივერსიტეტის” ლათინური ეტიმოლოგიის მსგავსად. ისინი ფედერალური კანონით სარგებლობენ თვითმმართველობისა და აკადემიური თავისუფლების (დამოუკიდებლად, კანონის შესაბამისად აყალიბებენ კვლევისა თუ სასწავლო გეგმებს) პრივილეგიებით. ამასთანავე, აქვთ უფლება კერძო პირებს მიანიჭონ სახელმწიფოსაგან აღიარებული აკადემიური კონპეტენცია, ხარისხი.
შუასაუკუნეებიდან მოყოლებული XIX საუკუნემდე, გერმანულ უმაღლეს საგანმანათლებლო სისტემაზე მონოპოლია მონასტრებს, მაშასადამე, სხვადასხვა რელიგიური ჯგუფის წარმომადგენელ სასულიერო პირებს, ჰქონდათ. საუნივერსიტეტო საზოგადოება მეტად კლერიკალური გახლდათ. XIX საუკუნიდან ჩამოყალიბება დაიწყეს თანამედროვე ეპოქამდე მტკიცედ ფესვგადგმულმა სისტემებმა, რომელთა საფუძველს კლასიკური გერმანული ფილოსოფია, კერძოდ, ჰეგელის მოძღვრებები წარმოადგენდა. ჰეგელის ხედვით, უნივერსიტეტის იდეა სარგებლის მომტანი, წარმატებული სახელმწიფო მოღვაწის აღზრდა გახლდათ. გერმანული საუნივერსიტეტო წეს–წყობის მეორე უმნიშვნელოვანესი მახასიათებელი, ბერლინის უნივერსიტეტის სახელგანთქმულმა რექტორმა, ჰუმბოლდტმა შემოგვთავაზა. მან თავის სარექტორო სიყვაში დაასაბუთა, რომ უნივერსიტეტის გამორჩეული მისია სწავლისა და კვლევის ერთობაში მდგომარეობდა. მაშასადამე, ლექტორებსა და სტუდენტებს, უნივერსიტეტის გარემოში, უნდა შეძლებოდათ არა მხოლოდ მაღალი დონის თეორიული ცოდნის მიღება, არამედ პრაქტიკული სამეცნიერო გამოცდილებისა თუ კვალიფიკაციის შეძენაც. (სწავლისა და კვლევის ერთიანობას უნივერსიტეტის ფარგლებში, დღემდე “ჰუმბოლდტის მოდელად” მოიხსენიებენ.)
ასეთი გერმანული უნივერსიტეტის საფუძვლად ფილოსოფიისა და კლასიკური ლიტერატურის სამეცნიერო დარგები მიიჩნეოდნენ, დროთა განმავლობაში მათ ემატებოდნენ თეოლოგიის, სამკურნალო და სამართლის სამეცნიერო მიმართულებები. XIX საუკუნიდან ფილოსოსიის დარგს გაემიჯნენ და საუნივერსიტეტო სივრცეებში დამკვირდნენ საბუნებისმეტყველო, მათემატიკური, ოდნავ მოგვიანებით კი, ეკონომიკური და სოციალური საკმაოდ მოცულობითი სამეცნიერო დისციპლინები. ტიპური გერმანული უნივერსიტეტები ამ მეცნიერებებზე არიან “ამოშენებულნი”.
საუბარი თანამედროვე ქართულ ლიტერატურაზე
მეგი საჯაია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი
ქართულ ლიტერატურას საუკუნოვანი ისტორია აქვს. პირველი ნაწარმოები, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია „შუშანიკის წამება“ გახლავთ. ქართველებს ძალიან ბევრი ლიტერატურის ნიმუში გვაქვს , რომლითაც შეგვიძლია ვიამაყოთ. ათასჯერ გაგონილს ერთხელ წაკითხვა სჯობს. თუ ჯერ არ წაგიკითხავთ აუცილებლად გადაშალეთ ილია, აკაკი, ვაჟა და არ დაგავიწყდეთ რუსთაველი. ადამიანი, რომელმაც ეპოქა შექმნა.
მწერლები და პოეტები საზოგადო მოღვაწეობასაც ითავსებდნენ; თავინთ ნაწარმოებებში ერის ტკივილსა თუ სიხარულზე წერდნენ.ისინი საზოგადოებას ნაკლოვანების აღმოფხვრაში ეხმარებოდნენ და თავისუფლების აუცილებლობაზე „ქადაგებდნენ“. ასე იქმნება კულტურა, ისტორია. ასეთი ადამიანები საუკუნოდ ერწყმიან სამშობლოს სახელს.ლიტერატურის კლასიკოსები ქმნიან პერსონაჟებს, რომლებსაც საზოგადოება ბაძავს. ამის დასტურია რომ სოციალურ ქსელებში უამრავ დათა თუთაშხიას , ლილეს, თორნიკე ერისთავს, ვასიკო კეჭერაძეს ან დომენიკოს ნახავთ.
ახალი გამოხმაურებები ფორუმზე
შემთხვევით შერჩეული კვლევა
|
|
დიახ (26 votes)
| |
|
|
უფრო კი, ვიდრე არა (34 votes)
| |
|
|
უფრო არა, ვიდრე კი (16 votes)
| |
|
|
არა (25 votes)
| |
|
|
მიჭირს პასუხის გაცემა (3 votes)
|
პოპულარული სტატიები
-
ე. გიდენსი სოციოლოგიური თეორიის განვითარება (თეორიული დილემები)სოციოლოგიის შესწავლით დაინტერესებულ...მთლიანი სტატია...
-
პოლიტიკური კულტურა და სოციალიზაცია (მოკლე ვარიანტი)1. კულტურა და პოლიტიკური კულტურის...მთლიანი სტატია...
- 1
- 2
- 3
- 4
- 5

