მე - ქართველი
რა არის ქართველობა? ვინ არის ნამდვილი ქართველი? ერთი შეხედვით, მარტივი შეკითხვები, რომელზეც ყველა გიპასუხებთ, რომ ნამდვილი ქართველი ილიაა, ან თუნდაც დავით IV, იგივე აღმაშენებელი, გალაკტიონი, რომელიც სიმებივით ჰარმონიულად რთავს თითოეულ სტრიქონს. მაგრამ არავინ ილაპარაკებს იოსებ ჯუღაშვილზე, რომელმაც საქართველოს განვითარება დაახლოებით 200 წლით უკან დასწია, დახვრეტილ ხალხზე რომ აღარაფერი ვთქვათ. არც კახაბერ ყორღანაშვილი გვახსოვს და არც, რა თქმა უნდა სერგო ორჯონიკიძე. ჰო,ეს გასაკვირიც არ არის, რადგან ყველა ისტორიკოსი სუბიექტია, ამიტომ ის ვერ დაწერს ობიექტურად. პრობლემა ის არის, რომ ჩვენ ამდენი საუკუნის არსებობის მიუხედავად,არ შეგვიძლია გავიგოთ რა გვინდა. გეოგრაფიაც თითქოს „ხელს გვიწყობს“ და არც აზიაში გვამყოფებს და არც ევროპაში. და ამ მუდმივ ეკლექტიზმს მივყავართ იქ, სადაც დღეს ვართ. ჩვენ შეგვეძლო ვყოფილიყავით რიტუალისტები საბჭოთა მმართველობის დროს და წარმოუდგენლად ამობოხებულები შევარდნაძისა და სააკაშვილის მიმართ. რა თქმა უნდა, 9 აპრილის უარყოფა წარმოუდგენელია, იგივე ქართული ენის დაცვა, თუმცა მედლის ორი მხარე ნამდვილად არ უნდა დავივიწყოთ.საბჭოებიც ხომ ხუმრობდნენ, ქართველებს არ გჭირდებათ ჩვენი სამსახური ან КГБ ,თქვენ თვითონ აკეთებთ იმას, რაც გვინდაო...




